დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროექტი
იტალიელი ჟურნალისტი ქუთაისზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს
ავტორი:
2013/09/05 15:35:05

დღეს ქუთაისის მერიას იტალიელი ჟურნალისტი და ევროკომისიის წარმომადგენელი სიმონე ბაკურიე სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი „სიუდად“  პროექტის ფარგლებში ქუთაისზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებაა.

ევროკომისიის 126 პროექტს შორის, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქალაქში ტურიზმის განვითარებას ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის გზით,  ქუთაისი,   როგორც ყველაზე წარმატებული პროექტი, ისე შეირჩა.

„სიუდადის“  პროექტი ქუთაისში 2010–2011წლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ქუთაისის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტურისტული პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის ქალაქის ცენტრში გაიხსნა ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრი, გაკეთდა პირველი ტურიზმის განვითარების სტრატეგიული  გეგმა. შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ქუთაისზე სახელწოდებით "არგონავტების ოცნებაში დაწყებული ისტორია".

პროექტის წარმატებით განხორციელების გამო კი ევროკომისიის წარმომადგენლობამ  ქუთაისზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა.

„ათეულობით პროექტს შორის ჩვენი პროექტი გამოვლინდა როგორც ყველაზე საუკეთესო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკომისიის წარმომადგენლის ვიზიტი სწორედ ამას  ნიშნავს. პროექტის ავტორები გამოთქვამენ სურვილს მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენთან“, – ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია