დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად საფეხბურთო მატჩი გაიმართა (R)
2017/10/17 20:25:17

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე ხუჯაძის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო მატჩი გამართეს. თამაში ოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ დასრულდა.  

"დღევანდელ თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები მიდგანან გვერდში და ასეთი მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს. ოჯახთან ერთად უპირველეს ძალას ჩემი მეგობრები მმატებენ და დარწმუნებული ვარ 21 ოქტომბერს მე და ჩემი გუნდი კახა კალაძის მეთაურობით დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ. ამის შემდეგ კი თბილისი ნამდვილად გახდებ სიცოცხლით სავსე ქალაქი" - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ  ალექსანდრე ხუჯაძემ.

მეგობრულ მატჩს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია