დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/27 11:38:30

ქვეყანაში მიმდინარე სოციალური მუშაკების გაფიცვას დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოეხმაურნენ. გავრცელდა მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას წერილი, სადაც აღნიშნულია, თუ რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ და რას აპირებს უახლოეს მომავალში, სოციალური მუშაკების შრომის პირობების გასაუმჯობესებლად.


 

„ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. სოციალური მუშაკები და სოციალური მუშაობა საჭიროებს დამატებით რესურსებს, გაძლიერებასა და მხარდაჭერას. ეს პროცესები აქტიურად დაწყებულია 2018 წლიდან.  სახელმწიფოს აქვს გეგმა, რომ სოციალური მუშაობა გააძლიეროს, განავითაროს და მათი შესაბამისი ხელშეწყობა უზრუნველყოს, რათა  ხარისხიანი  სოციალური მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი. ეს გეგმა არის ეტაპობრივი და საჭიროებს შესაბამისი რესურსებს. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები აყენებენ, მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა.


კერძოდ, ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია.  საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა.  ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით   სარგებლობენ.

 

თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზია, რომელიც  გააჩენს შესაძლებობას გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება 12 იურისტი. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.


2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე.


ასევე იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე.


უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები  უკვე გათავისუფლებულები არიან.


დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზირებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და  ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში.“ - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია