დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს "მე ვარ სულხან ქობულაძე" და თავისუფალ სიტყვას ვიცავ ყვარყვარეებისგან
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/10/04 00:22:25

მე ვარ თავისუფალი მედიის  წარმომადგენელი, ჟურნალისტი ნატო გუბელაძე და ვაცხადებ, რომ  დღეს "მე ვარ სულხან ქობულაძე", რადგან ზუსტად ვეთანხმები მას, რომ ქუთაისის საკრებულოში ბევრი ყვარყვარეა და მათ შორის, პირველ რიგებშია საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი!


ახლა კი ველოდები, როდის დამირეკავს ბატონი "ყვარყვარე", ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე  და "სტრელკას" დამინიშნავს! ან სხვა რაიმე გზებს მოძებნის ჩემს გასაჩუმებლად!

 

თუმცა მანამდე, მე ვურეკავდი კარგა ხანს, რომ მისი კომენტარი მომესმინა, ადასტურებდა თუ არა ის იმ ფაქტს, რომ სულხან ქობულაძეს "ფეისბუქის" სტატუსისთვის სისხლიანი ანგარიშსწორება მოუწყო. http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=58808

 

მაგრამ მისი ტელეფონი გასულია მომსახურების ზონიდან... დუმილი კი ზოგადად თანხმობის ნიშანია...

 

მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსანს ასეთი თავხედობა და დანაშაული არ უნდა შერჩეს! ეს ფაქტი არის თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გალაშქრება!

 

ასე აოცებს "ოცნება" ევროპას თავისი დემოკრატიიით? 

 

მე დღეს სულხან ქობულაძე ვარ! და ვიცი, მარტო არ ვიქნები...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია