საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილი მედიას დაესხა თავს - მედიის პროფკავშირის განცხადება
2017/09/10 16:37:50

მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 


„ჩემთვის, როგორც რიგითი ჟურნალისტისთვის და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ჟურნალისტის ჩაგვრა და მუშაობაში ხელის შეშლა. ის რაც რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ექს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლონეთში ჩაიდინა არის არასწორი.


საჯაროდ უწოდო „აგენტები“ მედიაში დასაქმებულ ადამიანებს არის შეურაცხყოფა და პროგრესულმა პოლიტიკოსმა ეს არ უნდა იკადროს. 
მეტიც, მედიაზე თავდასხმის გამო, თავმოყვარე ლიდერმა ბოდიშიც კი უნდა მოიხადოს. 


შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის ან „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ან მენეჯმენტის საქმიანობა არ იყოს მოსაწონი, მაგრამ კონკრეტული ჟურნალისტების საჯაროდ შეურაცხყოფა ამას ვერ ამართლებს. 


ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა გამოვიდა ადამიანებისთვის „აგენტების“ იარლიყების აკვრის, საჯაროდ დამცირებისა და ჩაგვრის ეპოქიდან!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია