დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში საწარმოო ტრამვისაგან ადამიანი გარდაიცვალა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/20 20:59:38

 

,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისისაგანშპს ,, დათუნიმდარკვეთში მდებარე გამამდიდრებელი ქარხანა დემონტაჟისათვის შეისყიდა და თავადვე ახორციელებს დემონტაჟს. დღეს, კედლის დემონტაჟის დროს, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთი, ლაშა გურული, გარდაიცვალა. მეორე მუშა მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

 

,,ამერიქენ ელოისისსაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ,,ელოისსარანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს დემონტაჟთან და პასუხისმგებლობაც შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება. აქვე მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის გამო და დასძენენ, რომ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მისცეს რეკომენდაცია შემსყიდველს. თუმცა, როგორც ფაქტიდან ჩანს, უსაფრთხოების ნორმები არ გათვალისწინებულა.

 

დემონტაჟის პარალელურად ობიექტიდან ყოველდღიურად ლითონის საკმაოდ დიდი რაოდენობა გაჰქონდათ. გამამდიდრებელი ქარხანა ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და საჩხერე-ჭიათურის შემაერთებელი გზის თითქმის შუა ადგილას მდებარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია