საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ევროპასთან დამაკავშირებელი რეგიონალური ცენტრი გახდება
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/31 19:16:00

საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონს ეწვია.

 

მან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან  და მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მინისტრმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე ისაუბრა. ასევე უამბო საზოგადოებას იმ პროექტებზე,  რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.


ქუთაისი ევროპასთან დაკავშირების რეგიონალური ცენტრი გახდება - აღნიშნა საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ. მან ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე,  ხალხთაშორის და ეკონომიკური კავშირების მიმართულებით.


მინისტრის ინფორმაციით 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 263,076 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით, 8.6%-ით მეტია.


"ყველაზე კარგი ადგილმდებარეობა აქვს ქუთაისს  იმისათვის,  რომ გახდეს ტურისტული ცენტრი და ეს კარგად ჩანს იმ შედეგებით, რომელიც უკვე არის  აეროპორტის აქტივობით. სახელმწიფოს სურვილია, რომ აქედან ყველა გზა მიდიოდეს ტურისტულ ობიექტებამდე, ტურისტულ ცენტრებამდე და ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად გამოყენება იმ რესურსის, რაც ქუთაისს გააჩნია ამ მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


უნივერსიტეტში შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრი ვანში გაემგზავრა, სადაც ის მოსახლეობას, სასულიერო პირერბს და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულს შეხვდა. 

 

„  ეს შეხვედრა არის ჩვენი კასმპანიის ნაწილი, ვიზალიბერალიზაციის  პროცესის შესახებ . ჩვენ, მინისტრები  ვმართავთ სხვადასხვ რეგიონებში შეხვედრებს ამ საკითხის გარშემო მეტი ინფორმიმებისთვის. დღეს ვისაუბრეთ ევროინტეგრაციზე,რომელიც გულისხმობს ევრიოკავშირთან ძალიან ბევრ სერთო პროექტს. ეს არის შესაძლებლობა განთლების,კულტურის თუ ბიზნესის სფეროსთვის. ვისაუბრეთ იმდადებით შდეგებზე,რაც ევროკვაშირთან ინტეგრაციას მოაქვს“-გააანაცხადა საგარეო საქმეთა  მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია