დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამსონ გუგავა-„საჯარო სამსახურების რეორგანიზაცია უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა“
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/24 12:58:00

 

ქუთაისის   საკრებულოს    ლეიბორისტი წევრის,  სამსონ  გუგავას აზრით,   არასტაბილური ვითარება  საჯარო სამსახურებში დასაქმებულ   ადამიანებს  „შინაგანი  მოქნილობისაკენ“ -  უფროსებისადმი  მლიქვნელობისა და ფარისევლობისაკენ  უბიძგებს.

 

  მისი თქმით:  სტრუქტურებში დასაქმებულ  ადამიანებს მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეთ,   რომ თუ პროფესიონალები იქნებიან,   მათ სამსახურს პოლიტიკური ცვლილებების გამო  საფრთხე არ დაემუქრება.  -    „ახალი სტანდარტები საქმის კეთების  მოთხოვნაში   უნდა დავნერგოთ  და არა უფროსებთან    ურთიერთობაში,  თუ  ვინ  უფრო კარგი ბიჭი გამოჩნდება“ -აცხადებს გუგავა.

 

დეპუტატი აცხადებს:   "მიუხედავად იმისა,  რომ  მმართველობაში ახალი გუნდი მოდის,  არა  არის საჭირო  დამლაგებლის  დონემდე   ცვლილებების  გატარება."


  ქუთაისის საკრებულოს ლეიბორისტი წევრი    უპასუხისმგებლოს   უწოდებს   მთავრობის  გადაწყვეტილებას   თვითმმართველობებში სავალდებულო   რეორგანიზაციის  შესახებ.

  როგორც მან  „P. S” -ს განუცხადა:   „  მართალია,   ერთის   მხრივ,   ვეთანხმები,   რომ ქუთაისის მართვას არ სჭირდება   800 - დან ათასამდე   თანამშრომელი.    მეორეს მხრივ, კი როცა  ჩვენს ქვეყანაში ადმინისტრაციული სამსახურები  დასაქმების ლამის  ერთადერთ ადგილად არის ქცეული,  ქუთაისში  400- დან 600   ადამიანს  სამსახურის გარეშე დარჩენა   ემუქრება.“

   გუგავას თქმით,  არა აქვს მმნიშვნელობა თუ რომელი მთავრობას ემსახურებოდნენ ეს ადამიანები . მით უფრო,   რომ მათთვის არც ალტერნატიული სამსახურის შეთავაზებაა შესაძლებელი და ქვეყანაში არც უმუშევართათვის   კომპესაციის გაცემაა  გათვალისწინებული.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია