საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დღეს მსოფლიოში გადაღებული ერთ-ერთი პირველი "სელფი" გაააცოცხლეს
2017/01/26 01:13:45

როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს ინფორმაციას, ერთ-ერთი პირველი სელფი მსოფლიოში ბორჯომში გადაიღეს და ამ კადრების გაცოცხლებას ახლა შეეცადნენ რომანოვების სასახლეში.

 

ერთ-ერთი პირველი სელფი მსოფლიოში, ანასტასია რომანოვამ ბორჯომში გადაიღო. მამისათვის გაგზავნილ წერილში კი აღნიშნასაკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა.“

 

სწორედ ამ კადრის გაცოცხლებას შეეცადნენ დღეს, 25 ნოემბერს, 35 რუსი და უკრაინელი ფოტოგრაფი რომანოვების სასახლეში. გადაღებები ფოტოგრაფ მარინა კარპის ფოტო ტურის ფარგლებში, კომპანიაჯეოტურისტისორგანიზებით მიმდინარეობდა. რომანოვების სასახლე ტურის მოაწილეებისთვის სპეციალურად გაიღო

 

"ანასტასია რომანოვას, თინეიჯერის ერთერთი პირველი სელფის რეკონსტრუქცია გაკეთდა. მოვიძიეთ ზუსტად ის ფოტოაპარატი რომელიც საჭირო იყო ამ პროექტისთვის,სკამი და ანასტასიაც ვიპოვეთ ბორჯომში, – მსგავსი გოგონა, რომელიც იყო იდენტურად ჩაცმული და ეს კაცი გავაცოცხლეთ", – ამბობს ფოტო ტურის ორგანიზატორი მარინა კარპი.

 

მისივე განმარტებით, მომდევნო დღეებში გადაღებები გათვალისწიებულია სხვა ლოკაციებზე: ბორჯომის ცენტრალური პარკი, გოგირდოვანი აბანოები, კუკუშკა, ეიფელის ხიდი, დიდველი, კოხტა-მიტარბი, სოფელი ტაბაწყური ის ადგილები იქნება, რომლებიც ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდება.

 

როგორც მარინა კარპი აღნიშნავს, ეს იყო მეშვიდე ფოტოტური და ეს ემსახურება საქართველოში არსებული სვადასხვა ტურისტული ობიექტის დათვალიერებას და ტურზე გადატანას: "ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ გვრჩება უნკალური ფოტომასალა, რომელიც შემდეგ გაგვაქვს მნიშვნელოვან ტურისტულ ღონისძიებებზე".

 

ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფოტო ტური, რიგით მეშვიდე საერთაშორისო ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ზამთრის პირველი ტურია საქართველოში. პროექტი 24 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდება. ტური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

http://sknews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია