დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
35 „სიცოცხლის ხე“ დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/03/12 16:03:41

ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის „iuna amiko“-ს ორგანიზებით, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის და ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 35 კედრის ნერგი დაირგო, ადგილს სიმბოლურად სიცოცხლის ხეივანი უწოდეს.

 

აქციაში ინტერვენციული მედიცინის ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

 

აქციის ფარგლებში დასუფთავდა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაც.

 

 

გიორგი ალფაიძე, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის პრეზიდენტი: „ჩვენ მსგავსი ტიპის აქციები სხვა რეგიონებშიც გავმართეთ და იდეაც იქედან გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ეს ტერიტორია სწორად შევარჩიეთ - ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატარების გასამხნევებლად და მხარდასაჭერად. აქ სიმბოლურად სიცოცხლის ხეივანი გავაშნეთ.  გვაქვს იდეა, რომ უახლოეს მომავალში ამავე ტერიტორიაზე სამლოცველო ავაშენოთ.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია