დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცოდნის დღესასწაული
16 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/15 22:05:57

საქართველოში 16 სექტემბერს 2013-2014 სასწავლო წელი იწყება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვალ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ახალი სასწავლო წლის მისალოცად ჟერ თბილისის 47–ე საჯარო სკოლას ესტუმრება, ხოლ შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მინისტრის მოადგილეებიც ასევე საქართველოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუმრები იქნებიან და იქედან მიულოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას საქართველოს მოსწავლე–ახალგაზრდობასა და პედაგოგებს.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოში სულ 2332 სკოლაა. მათ შორის კერძო სკოლაა 247, საჯარო კი - 2085.
სასკოლო მერხებს ხვალ 610430 მოსწავლე მიუჯდება. მათ შორის 559189 მოსწავლე საჯარო სკოლაში მივა, ხოლო 51241 მოსწავლე კერძო სკოლაში.
პირველ კლასში 44758 მოსწავლე წავა. მათ შორის 40468 პირველკლასელი საჯარო სკოლაში მივა, ხოლო 4290 პირველკლასელი - კერძო სკოლაში.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, საქართველოში 64 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია. წელს პირველ კურსზე 28 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა. საერთოდ კი, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში 120 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია