საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის წევრებმა გელათის მონასტერი მოინახულეს
2016/12/16 14:36:37

 

 პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სალომე ზურაბიშვილი, გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე გელათის მონასტერში იმყოფებოდნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ ფრესკების მდგომარეობას.

 

კომიტეტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეკეთებულია სახურავში თოვლის და წვიმის შედეგად გაჩენილი ბზარი, ხოლო ფრესკებზე დაზიანება არ ფიქსირდება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გუმბათის რესტავრაცია მიმდინარეობს ამერიკის საელჩოს, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, იუნესკოსთან შეთანხმებით. „ეს ნაწილი ძალიან მაღალ დონეზე გაკეთდა, მაგრამ პრობლემა გაჩნდა ჯერ კიდევ შეუკეთებელ ნაწილში“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დროული რეაგირებისთვის. „საბედნიეროდ, არ მოხდა დაზიანება, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნდა ვიმუშაოთ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კოდექსზე, რომელიც ქმედით რეგულაციებს შექმნის და რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მსგავსი რისკების პრევენციას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია