დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/13 20:40:29

პროკურატურამ განსასჯელ ბაჩანა ახალიას და მეშვიდე საპყრობილეს ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას  ახალი ბრალდების შესახებ ისაუბრა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ბრალეულობას.

 

ბრალდების ახალ ეპიზოდში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის ყოფილი  ხელმძღვანელი ბაჩანა  ახალაია და  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეშვიდე საპრობილეს ყოფილი  დირექტორი  მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად იმყოფება მიმალვაში, უშუალოდ არიან მაპროვოცირებელი ციხის გაქცევის ინსცენირებაში, რასაც მოყვა უდანაშაულო ადამიანების ჩაცხრილვა და ასევე პატიმრების წამება.

 

გამოძიებით დგინდება, რომ  სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის ნომერ მეორე დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ  დაწესებულების ადმინისტრაციას აცნობა, რომ   ერთ–ერთი   პატიმრისაგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე. ამის გამო გორგაძეს  უშუალოდ შეხვდა   ბაჩანა ახალაია, შეუთანხმდა,  რომ გაქცევის ორგანიზების აღკვეთაში   გია გორგაძეს  დაეხმარებოდა მისი ძმა შოთა გორგაძე.  

 

სასჯელთაღსრულების  დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 2006 წლის 12 იანვარს  კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი უშუალო უფროსის   დათა ახალიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და  ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც  თბილისში ნავთლუღის  ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიკვიდირებული იქნა   საეჭვო  გარემოებებში  პატიმარ გია  გორგაძის ძმა , 1968 წელს დაბადებული შოთა გორგაძე და მისი მეგობრები, 1984 წელს დაბადებული  ომარ სურმანიძე და  1983 წელს დაბადებული მარად აბულაძე.   თითქოსდა  ისინი პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით  გეგმავდნენ რუსთავის  საერთო რეჟიმის ნომერ პირველ  დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას.

 

სპეცოპერაციის დასრულებისთანავე  ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა  მივიდნენ ნომერ მეორე დაწესებულებაში და უშუალო ბაჩანა ახალიას  ბრძანებით პატიმრები   გია გორგაძე, დავით მელქაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მალარია, მამუკა ბეჭვაია  გარეთ გამოიყვანეს,  უშუალოდ ახალია და ქარდავა ხელკეტებით და კონდახებით  უმოწყალოდ სცემდნენ პატიმრებს, რა დროსაც  მათ სთხოვდნენ  ციხიდან  პატიმრების გაქცევის  მომზადების აღიარებას.

 

ბაჩანა ახალიას მითითებით პატიმრებს გახადეს ტანსაცმელი და ავტომანქანით ექვსივე პატიმარი გაიყვანეს დაწესებულების გარეთ, სადაც ისინი დააწვინეს მიწაზე  თოვლსა და ტალახში .ბაჩანა ახალიამ  გასცა  უკანონო ბრძანება, პატიმრების მკაცრი რეჟიმის პირველი დაწესებულებიდან ასევე მკაცრი რეჟიმის ნომერ მეშვიდე დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, სადაც  ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას მეთაურობით ციხიდან გაქცევის აღიარების მოთხოვნით  კვალავ სცემდნენ ხელკეტების და იარაღის გამოყენებით  სპეცრაზმელებთან ერთად .

 

 მიუხედავად  ხანგრძლივი წამების შედეგად მიღებული დაზიანებებისა, ყველა ეს პატიმარი დააბრუნეს საკანში, ისე, რომ მათთვის არ აღმოუჩენიათ არავითარი  სამედიცინო დახმარება. პატიმრების წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მეგის ქარდავა და ბაჩანა ახალაია. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას 2006 წლის 12 იანვარს  ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ  ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც  შედეგად მოყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია.

 

  ბრალდებულების ბაჩანა ახალიას და მეგის ქარდავას  მიმართ  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის 144–ე პრიმა მუხლისა მეორე ნაწილისა და  და 333–ე მუხლით, რაც   9–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია