საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
ირაკლი შიხიაშვილი: " უფუნქციო ქალაქის მთავრობა უნდა გაუქმდეს!"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/25 12:12:17

თბილისის  მერია და საკრებულო ისევ   ურთიერთბრალდების რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მერია საკრებულოს და საკრებულო მერიის გადაყენებას მოითხოვს. გუშინ საკრებულოს სხდომა ორჯერ გადაიდო, ბოლოს კი ცოტა ხნით მაინც   შეიკრიბნენ, ისიც – უმიზნოდ. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი  და მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი  მომავალ საკრებულოს სხდომაზე დაიბარეს.

 

საკრებულო, რომელმაც ქალაქის ბიუჯეტი  სამჯერ  ჩააგდო, თავადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახლა საკრებულოს თავჯდომარეს თვით უმრავლესობის დეპუტატებიც კი აუმხედრდნენ. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე საკმაოდ არხეინად გრძნობს თავს და საკრებულოში მისვლას აპირებს. მისი თქმით, საკრებულო მერიასთან ვერას გახდება.


სევდია უგრეხელიძე (ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი):

_ საკრებულოში დამიბარა ირაკლი შიხიაშვილმა, მე  მივალ კიდევაც და დავესწრები ბიუჯეტის განხილვის პროცესს.  ვუპასუხებ ყველა იმ კითხვას, რომელსაც დამისვამენ. შიხიაშვილმა   ქალაქის მართვას საფრთხე შეუქმნა. თუკი საკრებულო ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, ის  თავად შეუქმნის საფრთხეს საკრებულოს ფუნქციას. ჩვენ ქალაქის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არ დაგვიხარჯავს არამიზნობრივად.  საკრებულოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიგდოს ხელში ქალაქის მერია და აფათურონ ხელები ბიუჯეტში.

 


თავად საკრებულოს თავჯდომარე  ირაკლი შიხიაშვილი რადიკალურ განცხადებებს აკეთებს მერიის წინააღმდეგ:

_მე სხდომას დაუყოვნებლივ ჩავატარებ. ნდობის კრედით გაუქმებული ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი  სევდია უგრეხელიძე და მერიის  ფინანსური სამსახურის უფროსი  მობრძანდეს და კონკრეტულად გვიპასუხოს, თუ რა პრობლემები ექმნებათ მუშაობაში? არცერთ სფეროში პრობლემა არ გვქონია,  გარდა ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებისა. ქალაქის ბიუჯეტი რომ  ჩავარდა,  ეს მერიის ბრალია. უფუნქციო ქალაქის მთვარობა უნდა გაუქმდეს.

 


 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე  მერის მოვალეობის შემსრულებლის უცაბედად დაბარებას,ყოველგვარი მომზადების გარეშე,  მორიგ შოუს უწოდებს. აბესაძის მოსაზრებით, საკრებულოს თავმჯდომარე მერიაზე მიზანმიმართულ  ზეწოლას ახორციელებს იმისათვის, რომ გადააყენოს ქალაქის მთვარობა.

 

მერიის თანამშრომლებმა მოსალოდნელი ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და საკრებულო  მერიის თანამშრომლებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია