დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ქარბორბალას კორპუსების სახურავები ეწირება
2016/11/22 01:38:34

ქუთაისში კვლავ ძლიერი ქარია და სტიქიას საცხოვრებელი კორპუსების სახურავები ეწირება, მოქალაქეებს დროებით სახლის დატოვებაც მოუწიათ.


 მელიქიშვილის #4 ნომერში ძლიერმა ქარმა 5 სართულიანი ბინის სახურავი დააზიანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია,თუმცა რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი დროებით დატოვა, რადგან საკომუნიკაციო საშუალებები დაზიანდა. ასევე დროებით შეფერხდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება.

 

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, ბინა სამი წლის გადახურულია და ამ ქარისთვის უნდა გაეძლო. მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის იმედადაა დარჩენილი.

 

ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდნინარეობს.

 

 

 შეგახსენებთ, ქუთაისში მესამე დღა უკვე რაც ძლიერი ქარია.


ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია