საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროექტ „ახალგაზრდული რადიო“-ს მონაწილეებს ქუთაისის მერმა სერტიფიკატები გადასცა
2016/11/16 23:41:00

 

პროექტ "ახალგაზრდული რადიო"– მონაწილეებს ქუთაისის მერიაში სერტიფიკატები გადასცეს. 3 თვის განმავლობაში 13 სტუდენტისა და მოსწავლისაგან შემდგარი გუნდი რადიო "ძველ ქალაქში" ახალგაზრდულ თემებზე მუშაობდა.


"მიზანი იყო, შექმნილიყო ახალგაზრდული რადიო, რომელშიც მასალებს ახალგაზრდები გააშუქებდნენ. სხვადასხვა თემები მოიცვეს, მათ შორის იყო გადაცემები შშმ პირებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურული საკითხებზე, სპორტზე, მუსიკაზე, წიგნიერებასა და ყველა ის თემაზე, რომელიც ახალგაზრდობას უკავშირდება", – ამბობს პროექტის დირექტორი, ქეთევან ბერძენიშვილი.


პროექტის შესახებ გვესაუბრა ერთ-ერთი მონაწილე ბაჩო ნადირაძე:“ ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდით როგორც სტუდენტები,ასევე სკოლის მოსწავლეებიც. მივიღეთ დიდი გამოცილება და პრაქტიკული გამოცდილება რადიოში მუშაონის მხრივ, რტაშიც რადიოს ყველა თანამშრომელი გვეხმარებოდა. შიძლება ითქვას,რომ ამ პროექტით დიდი ნაბიჯი გადავდგით პრააქტიკულჟრნალისტიკაში. მადლობა ყველას, ვინც ეს პროექტი მოიფიქრა და განახორციელა.“


პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ "უფლებებისა და განათლებისათვის", რადიო "ძველ ქალაქთან" ერთად განახორციელა. ქუთაისის მერიის ახალგაზრდული განყოფილება კი მისი ფინანსური მხარდამჭერი იყო.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია