ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ზღაპართოთახში'' ცენტრის წევრებმა მეზღაპრის მანტია და ქუდი მოირგეს შშმ ბავშვებს ზღაპრები წაუკითხეს. აღნიშნულ აქტივობას სისტემატიური ხასიათი აქვს, ცენტრის წევრები ყოველთვიურად სტუმრობენ ბავშვთა დღის ცენტრს.
ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.