დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა
2016/04/06 10:24:51

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისთვის პრემიერ მინისტრს გადაეგზავნება.

 

საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე წინასაარჩევნო კამპანია იწყება.


 

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. ასევე, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. 



ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია