საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გადავარჩინოთ დედამიწა
2016/02/04 11:53:08

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის X კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, განხორციელდა საკლასო პროექტი ,,გადავარჩინოთ დედამიწა". პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარინა მუმლაძე. პროექტის მიზანი იყო ეკოლოგიური პრობლემის გააზრება და ანალიზი, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწის გადარჩენისათვის.

 

X კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტის განხორციელებაში მეორე კლასის მოსწავლეები და პედაგოგი მედეა უჩიძეც მონაწილეობდნენ. 


მოსწავლეებმა ჩაატარეს ტრენინგი, განმარტეს რა არის ეკოლოგია, რა საფრთხისა და პრობლემების წინაშეა დედამიწა. პროექტში აგრეთვე ჩართული იყო ინკლუზიური სწავლების მოსწავლეც. 
პატარებმა თავიანთი დამოკიდებულება, თუ როგორ გადაარჩინონ დედამიწა, ნახატებით გადმოსცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია