საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო აქცია მესხიშვილის თეატრში შშმ ბავშვების დასახმარებლად
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/13 17:17:29

პირველი ნაბიჯი საქართველოარის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ქალბატონების ქეინ ქორბოისა და ნინო ქადაგიძეჟვანიას მიერ დაარსდა 15 წლის წინ. ორგანიზაციის ძალისხმევით, ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და შეძლო განათლების სისტემაში ჩართვასოციალური ინტეგრაცია. „პირველი ნაბიჯი საქართველოწარმატებით ახორციელებს დღის ცენტრის, ადრეული ჩარევის და შინ მოვლის პროგრამებს მძიმე და ღრმა ეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ორგანიზაციის ბენეფიციარების უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში ცხოვრობს და იმისათვის, რომ მშობლებს არ მოუწიოთ მომსახურების საფასურის გადახდა, ორგანიზაციას მუდმივად უწევს ფინანსური რესურსების მოძიება.

"საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის და მხარდაჭერის გარეშე, ამ ეტაპზე არსებული სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, შეუძლებელია      მაღალი ხარისხი და სტანდარტის შენარჩუნება , რაც არის პირველი ნაბიჯი საქართველოსქუთაისის ფილიალში.  2014 წლიდან, მწირი ფინანსური რესურსების გამო, შესაძლოა დღის ცენტრის ფუნქციონირება რისკის წინაშე დადგეს, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნება პირველ რიგში შშმ ბავშვებისთვის და შემდეგ ქალაქისთვის. გულწრფელად გვჯერა, რომ გამოიჩენთ გულისხმიერებას და თანადგომას გაუწევთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს."–აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი ნათია გუდავა.

 


სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მართავს სპექტაკლის „HELLADOS” საქველმოქმედო ჩვენებას. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების სანაცვლოდ გაღებული ნებისმიერი შემოწირულობა საჩუქრად გადაეცემაპირველი ნაბიჯი საქართველოსქუთაისის ფილიალის დღის ცენტრს. 
ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს . მესხიშვილის დრამატული თეატრის ინიციატივაში მიიღოს მონაწილეობა   და    ფინანსური შემოწირულობა ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხოს, რის სანაცვლოდა გადაეცემათ მოსაწვევი სპექტაკლზე „HELLADOS”.
ორგანიზაციის რეკვიზიტებია:
/ 202061838
მომსახურე ბანკი: „თი ბი სიბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის N: GE23TB7410636080100005

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2301
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია