დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა მსახიობთან
2016/03/19 20:47:17

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სამოქალაქო კლუბმა "მომავალი ჩვენია" გამართა  ღონისძიება "ღვაწლმოსილი ხელოვანი ქალი", რომელიც მიეძღვნა სამტრედიის სახალხო თეატრის ღვაწლმოსილ  მსახიობ  ქალბატონ ჟუჟუნა ნიკურაძეს.


 მოსწავლეებმა მოიწვიეს სტუმრები: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ლიზი კრავეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამმართველოს უფროსი ქალბატონი ნატალია მანჯგალაძე, რაიონის კულტურის ცენტრის დირექტორი ვეფხია ნადირაძე.    ქალბატონი ჟუჟუნას ბიოგრაფისა და შემოქმედებაზე ისაუბრა მასწავლებელმა ლიანა მიქაძემ  მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები. მე-10 კლასის მოსწავლემ რუსუდან დიდებელმა წაიკითხა თავისი ჩანახატი "ქალი" მრავალი ლექსი მიუძღვნეს ქალბატონ ჟუჟნას. მსახიობმა სკოლის მუსიკის მასწავლებელთან ერთად შეასრულა რამდენიმე სიმღერა. ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან ქალბატონი ჟუჟუნას მიერ შესრულებული როლები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია