საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დაჯარიმდებიან თუ არა პარტიები?
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/06 13:37:47

სარჩევნო მარათონი 24 საათში დასრულდება. ჩვენ ისევ დავუბრუნდით  საარჩევნო მარათონში დაშვებულ კანონდარღვევების ანალიზს, რომელსაც მთელი გულისყურით ვაკვირდებოდით ბოლო სამი თვე. საუბარია წინა საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებაზე. 

 აღნიშნულ თემაზე  რამდენიმე შეკითხვა დავუსვით  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ბექა ჭეიშვილს:


 

         ბატონო ბექა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენმა სამსახურმა ყველა პარტიას გაუგზავნა გაფრთხილება  პლაკატების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა, დღემდე არავის მოუხდენია რეაგირება, რატომ?

        ადმინისტრაციული წარმოება ტარდება, ჯარიმები გაგზავნილია ყველა პარტიასთან. ერთ -ერთს ჩაბარდა 2 დღის უკან. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, 10 დღის შემდეგ კი ეს თანხა გაათმაგდება და გახდება 500 ლარი. მათ მოითხოვეს ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ჩატარების შემდეგაც შედგება ოქმები. ეს ოქმები გაეგზავნება სასამართლოს და სასამართლო გადაწყვეტს, თუ ვინ უმდა დაჯარიმდეს.


        ჩვენ ვიცით, რომ გაფრთხილება პარტიებთან გაიგზავნა 20 სექტემბერს, დღეს კი 5 ოქტომბერია. ანუ რეალურად 10 დღეზე მეტია გასული და შედეგს ვერ ვხედავთ. რა მოხდა?

        ზოგმა პარტიამ ვერ მიიღო გაფრთხილება, რადგან არასწორი მისამართი ჰქონდათ მითითებული.


        ბატონო ბექა ჩვენ, როდესაც ამ მასალაზე დავიწყეთ მუშაობა ,პირველი ,ვინც კანონი დაარღვია, იყო ოცნების კანდიდატი დიმიტრი მხეიძე.  მას მიბაძეს სხვებმაც. ამ შემთხვევაში რას გვეტყვთ, მმართველი ხელისუფლების წევრებს კანონის მიმართ მეტი პატივისცემა ხომ მოეთხოვებათ.

        „ ოცნების კანდიდატებიც დაჯარიმდებიან მერწმუნეთ.კანონი ყველასთვის კანონია და მის წეინაშე ყველა თანაბრადაა ვაალდებული.


        დამოუკიდებელ კანდიდატებზე რას გვეტყვით, მაგალითად ნატო დანელიას პლაკატები კანონდარღვევითაა განათავსებული, მისი დაჯარიმების საკითხი როგორ გადაწყდება?

         „ ინდივიდუალურად თვითონ კანდიდატი დაჯარიმდება.“


როგორც ნახეთ ზედამხედველობის სამსახურს ყველა შეკითხვაზე სტანდარტული პასუხი აქვს. მისი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, თუ რატომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიის საგანი.  როგორც გვარწმუნებენ, ზედამხედველობის სამსახური თავის საქმეს კარგად ასრულებს და ადმინისტრაციული წარმოებაც ტარდება, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. არჩევნებამდე  2 დღეზე ნაკლები დარჩა , ფაქტია პლაკატებს არავინ ჩამოხსნის. მეეჭვება არჩევნების შემდეგ მაინც მოხდეს სააგიტაციო მასალის  ჩამოხსნა  კანონით დადგენილ დროში. ჩვენ კიდევ დავაკვირდებით, თუ  ვინ დაჯარიმდება უკვე 500ლარით, თუ დასრულდა საერთოდ ეს ბიუროკრატიული პირობითი პროცესები.


 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია