საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამორჩეული სამოქალაქო კლუბი და კლუბის მეურვე პედაგოგი
2016/02/17 15:21:08

ნინო ბერეკაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა ,,ოცნების’’ სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი და სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგია.


ქალბატონი ნინო და მისი მოსწავლეები  უამრავი საინტერესო საკლუბო ღონისძიების ინიციატორები არიან, ისინი წარმატებით თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე  თემთან. ამიტომაც მათი ყველა ინიციატივა ყოველთვის თემის საჭიროებებს არის მორგებული.

 

ცოტა ხნის წინ წყალტუბოში კლუბის ინიციატივით  ,,ოცნების ხეივანი’ გაიხსნა, სადაც პერიოდულად ეწყობა შეხვედრები ფილმის ჩვენებები, სპორტული შეჯიბრებები, კითხვის საათი.


„ჩვენი აქტიურობა მაქსიმალურად სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’  დამსახურებაა. პროგრამის მრავალკომპენენტიანობა ძალიან დადებითად აისახება ჩვენს მუშაობაზე’’. – ამბობს ქალბატონი ნინო.

 

მან 2015 წლის თემერვალში  პროგრამის „მომავლის თაობის’’ ფარგლებში,  ოთხდიღიანი ტრენინგ კურსი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება გაიარა. თვლის, რომ საგნის სერთიფიცირების გამოცდის წარმატების დაძლევაში სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარა.

 

 

ჩემი მოლოდინი  და ტრენინგზე მიღებული ცოდნა მაქსიმალურად დაემთხვა.  ტრენინგმა მომცა, როგორც პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, ასევე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევები. დამეხმარა, უკერთ გამეაზრებინა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა.  სამოქალაქო განათლება ესაა საგანი, რომელიც ადამიანს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ იმ უნარებს,  რაზეც დანარჩენი ცოდნა უნდა დააშენო. სწორედ ასე მივიღებთ ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას.“

 

ქალბატონი ნინო  წარმატებით იყენებს პროგრამის ფარგლებში გამოცემულ დამხმარე სახელმძღვანელოებსაც. ,,ეს წიგნები გაკვეთილზე ქმნის გარემოს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. აღსანიშნავია, ისიც, რომ  სწორედ მომავლის თაობამ გვიბიძგა პედაგოგებს პროექტული სწავლებისაკენ, რაც ასევე ძალიან ნოვატორული და მნიშვნელოვანია’’.

 

პროექტის პრეზენტაცია „წყალტუბო, მომავლის მარგალიტი’’ სწორედ პროექტული სწავლების პროატიკული მაგალითი გახლდათ, რომელიც კერძო სკოლა „ოცნების’’ პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს, კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა, წარმატებით ითანამშრომლეს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურთან. პროექტის შეჯამება ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება აღმოჩნდა, რადგანაც ყველა ჩართული პირი განსაკუთრებულად აღნიშნავდა მის მნიშვნელობას.

 

მასწავლებელისა და მოსწავლეთა ერთობლივმა მუშაობამ და მათ მიერ განხორციელებულმა მრავალფეროვანმა ღონისძიებებმა  შედეგი გამოიღო. გასულ წელს კლუბმა პროგრამა „მომავლის თაობის’’ ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა. რაც კლუბისთვის და პედაგოგისთვის კარგი სტიმული აღმოჩნდა, რადგანაც აქტიურობით და ინოვაციური ღონისძიებებით „ოცნება’’ ყოვეთვის გამორჩეულია. 

 

პროგრამას ,,მომავლის თაობას’’ ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ახორციელებს, იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია