საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა არ უნდა შეუკვეთოთ სწრაფი კვების ობიექტებში – ყოფილი თანამშრომლების რჩევები
2015/03/13 20:55:05

იმ მომხმარებელთა უმეტესობა, ვინც სწრაფი კვების ობიექტებს იყენებს, დიდ ყურადღებას მომსახურების ტემპს აქცევს, მაგრამ გარდა სისწრაფისა საინტერესოა თუ რისგან მზადდება თქვენი  საკვები.


 

მაშინ როდესაც სწრაფი კვების გიგანტები გემრიელ პროდუქტებს გვთავაზობენ, რთულია თავი შეიკავო ცდუნებისგან, თუმცა მათი ყოფილი თანამშრომლები ხშირად ააშკარავებენ სიმართლეს.


 

მაშ ასე, რა არ უნდა შეუკვეთოთ სწრაფი კვების ობიექტებში და რატომ:


 

მაგნაგეტები

 


 

ქათმის ნაჭრები შეკვეთის მიღებამდე თბილ კონტეინერში ინახება და არ ხდება მათი განახლება სისტემატიურად. ყოფილი თანამშრომლები გირჩევენ შეკვეთისას დააფიქსიროთ, რომ გსურთ ახალი ნაჭრები.

 

სენდვიჩი მარცვლეულით

 


 

ცნობილი მექსიკური სწრაფი კვების ობიექტების მომსახურე პერსონალი გირჩევთ, არასდროს შეუკვეთოთ სენდვიჩი სტეიკითა და მარცვლეულით. მარცვლეულს გამომშრალ ინგრედიენტებს ურევენ გემოს დიდხანს შენარჩუნების მიზნით. ამ ინგრედიენტთა გამძლეობა თმის შამპუნისას უტოლდება.

 

პასტა

 


 

მსგავს რესტორნებში მორთმეული არც ერთი პასტა არ არის ახალი. თქვენ გთავაზობენ გაყინულ და დიდი ხნის შენახულ პასტას, რომელსაც მიკროტალღურ ღუმელში ათბობენ. თუნდაც ყველიან და სოუსიან პასტებს.

 

ვენდის ჩილი

 


 

ვენდის ჩილი გამოუყენებელი ჰამბურგერების ხორცისგან მზადდება. ხორცს მანამდე ინახავენ კონტეინერებში, სანამ საკმარისი რაოდენობა არ დაგროვდება და მარცვლეულთან და სანელებლებთან ერთად ამზადებენ ჩილის.

 

სტარბაქსის „საიდუმლო მენიუს" დეტალები

 


 

საიდუმლოა, რადგან ბარმენები ყოველი შეკვეთისას ახალ და საკუთარ ვარიანტებს გთავაზობენ. ორი ერთანირი სასმელი ვერასდროს დამზადდება. ახალი გემოს აღმოჩენის მოყავრულებისთვის კარგია, მაგრამ სპეციფიკური ყავის მოყვარულებს ეს ამბავი არ გაახარებთ.

 

KFC ბარბექიუს სენდვიჩი

 


 

დიდიხნიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი ამბობს, რომ KFC-ს სენდვიჩში გამოყენებული ქათმის ხორცი იმდენად გამხმარია, რომ უსახლკაროთაც კი არ აძლევენ საკვებად.

 

გადაგდების ნაცვლად მას ბარბექიუს სოუსში აწყობენ და ათავსებენ ღუმელში ერთი თვის განმავლობაში.

 

დანკინ დონატსის დონატები

 


 

დონატების მოყვარულებმა აუცილებალდ უნდა იცოდნენ, რომ მათი საყვარელი ტკბილეული მაღაზიებს გაყინულ მდოგმარეობაში მიეწოდება და შემდეგ ათბობენ.

 

კინო-თეატრების პოპკორნი

 


 

ფილმის ყურებისას პოპკორნის მირთმევა ბევრს უყვარს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ კინო-თეატრში სტუმრობისას როდის მიირთმევთ მას. დილის ან შუადღის სეანსებზე პოპკორნი წინა დღისაა, მას უბრალოდ მიკროტალღურ ღუმელში ათბობენ.

 

მაკდონალდსის სასმელები

 


 

მაკდონალდსის მომსახურე პერსონალს თუ ვენდობით, ყავის მანქანები ყველაზე ნაკლებად იწმინდება. არც მომსახურე პერსონალმა და არც მენეჯერებმა არ იციან მისი გასუფთავების ტექნიკა, მათში მომზადებული სასმელი კი საკმაოდ დაბინძურებულ მილებს გადის.

 

წყარო: yahoo food

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია