დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ეროვნულ ცენტრში გაიმართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/01/14 02:49:00

  

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.


სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.
სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა და საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა "შავნაბადა" შეასრულა.

 

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა.


პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართა ასევე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაში, სადაც ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, სპორტსმენებთან ერთად, დროშა ბებრის ციხეზე აღმართა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლმა "მცხეთამ" შეასრულა.

გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერებმა სახელმწიფო დროშა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართეს.
ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

ქუთაისში, დროშა ექიმებმა აღმართეს,
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ "ქუთაისის" მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით.

სენაკში კი, დროშა პედაგოგებმა აღმართეს, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "სენაკი" შეასრულებს.

 სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ეროვნულ ცენტრს   პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა.  ის ცენრტის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიალს დაესწრო, მედპერსონალს ეს დღე მიულოცა და საჩუქრად დროშები გადასცა.


„დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანისა ჩვენი ქვეყნისათვის ,რადგან აღვნიშნავთ სახელმწიფო დროშის დღეს. უკვე რამდენიმე ქალაქში გაიმართა  სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია, მათ შორის ქუთაისშიც,რომელიც  არა მხოლო საქართველოს უძველესი ქალაქია, არამედ - ევროპის უძველესი ქალაქიც.  მე ყველას ვულოცავ ამ დღეს და ვისურვებ,რომ საქართველოს დროშამ,  როგორც დღს ფრიალებს,  ასევე ამაყად იფრიალოს ევროკავშირში და ნატოში.“-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.


ეროვნული ცენტრის დირექტორის, ანჟელა ორჯონიკიძის თქმით, ეს დღე მათი კლინიკის  1200 -ვე თანამშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო დროშა, კიდევ ორ ეროვნულ სიმბოლოსთან გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე იქნა შემოღებული, რომელიც ძალაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა. სახელმწიფო დროშის დღე კი პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.


ლიკა დევდარიანი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია