დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკული ფონდი რუსეთში არასასურველად გამოაცხადეს
2015/12/04 12:26:40

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ორგანიზაციის „ამერიკულ-რუსული ფონდი ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარებისათვის“ (USRF) საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა.

 

„ფონდის პრეზიდენტია ამერიკის მოქალაქე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობასთან დაკავშირებით  აკრძალული აქვს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 2025 წლამდე“, – განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა მარინა გრიდნევამ.

 

მისი სიტყვებით, ორგანიზაციის მოღვაწეობა „საშიშროებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ მოწყობისა და უსაფრთხოებისათვის“.

 

რუსეთის პროკურატურაში თვლიან, რომ ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს რუსულ  НКО-ს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოელ აგენტადაა“ აღიარებული.

 

ორგანიზაცია ამერიკულ-რუსული საინვესტიციო ფონდის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც რუსეთში კერძო სექტორის განვითარებისთვის 1995 წლიდან მუშაობდა.

 

როგორც ორგანიზაციის საიტზეა ნათქვამი, იგი წარმოადგენს დონორ ორგანიზაციას და მხარს უჭერს არაკომერციულ პროექტებს ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარებისათვის.

 

ამ ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ჩამონათვალში შედის ასევე საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სამეწარმეო სფეროში შემდგანი ერთობლივი პროექტები რუსეთის განათლების სამინისტროსა და ეგორ გაიდარის ფონდთან ერთად.

 

 

თარგმანი

წყარო: http://www.bbc.com/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია