დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა მოაგვაროს ახლადარჩეულმა მერმა პირველ რიგში და როგორი იქნება ლარის კურსი 31 დეკემბერს?
2017/12/26 16:51:04

 

პირველ რიგში რომელი საკითხი უნდა მოაგვაროს თბილისის ახლადარჩეულმა მერმა? რა უფრო პრიორიტეტულია თბილისის მოსახლეობისთვის: ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება? რა ეღირება დოლარი 2017 წლის 31 დეკემბერს? ამ საკითხებზე CRRC-საქართველომ 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა თბილისის სრულწლოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა.


თბილისის მერის მიერ უპირველესად მოსაგვარებელი საკითხების ხუთეულშია: საცობები (16%), სამუშაო ადგილები (15%), ეკონომიკური პრობლემები (13%), საზოგადოებრივი ტრანსპორტი (13%), გამწვანება (6%). თბილისის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება უფრო პრიორიტეტულია (40%), ვიდრე ახალი საავტომობილო გზებისა და ესტაკადების მშენებლობა (18%). თუმცა, თბილისის მოსახლეობის მესამედზე მეტი (37%) ამბობს, რომ ორივე პრიორიტეტული უნდა იყოს.


გამოკითხვა 12-დან 29 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ამ ხნის განმავლობაში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2.65 ლარიდან 2.72 ლარამდე გაიზარდა. თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს (41%) გაუჭირდა 31 დეკემბრისთვის პროგნოზის გაკეთება. საშუალოდ, 31 დეკემბრისთვის, თბილისის მოსახლეობის მოლოდინით, 1 დოლარი 2.80 ლარი ეღირება. საინტერესოა, რომ თბილისის ცენტრალური უბნების მაცხოვრებლები უფრო ოპტიმისტურ კურსს ასახელებდნენ (საშუალოდ 2.75 ლარს), ვიდრე გარეუბნების მაცხოვრებლები - 2.83 ლარი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია