საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მომავალი თაობა დემოკრატიული მშენებლობის პროცესში“ - პროექტის შეჯამება
2016/03/29 13:14:05

2016 წლის 28 მარტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მე–9 კლასელებმა და მათმა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მადონა ჭყოიძემ საკლასო პროექტის „მომავალი თაობა დემოკრატიული მშენებლობის პროცესში“ შემაჯამებელი ღონისძიება მოაწყვეს.


პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დემოკრატული საზოგადოების მშენობლობის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა იყო.

მოსწავლეებმა ამ მიზნის მისაღწევად გაეცვნენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების წესებს, საკუთარ და სხვათა უფლებების დაცვის აუცილებლობას, დემოკრატიული სახელმწოფოს მახასიათებლებს, ხელისუფლების სამი შტოს უფლებამოსილებებს.


შემაჯამებელღონისძიებას მოწვეული სტუმრები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის: სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი დავით სულაქველიძე, სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, სხვადასხვა დროს თბილისის თავისუფელი უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი სისხლის სამართლის საკითხებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომისიის წევრი, საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ფონდის (GIZ) ექსპერტი სისხლის სამართალში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს პარლამენტის საკონსულტაციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. იმედა ბებიაშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. ზესტაფონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე კახნიაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები.


მოსწავლეებმა სტუმრებს შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დანაშაულის, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილები, გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობის და სხვა საინტერესო თემებით დაინტერესდნენ.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია