დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FAB LAB გაიხსნა
2015/11/18 09:24:44

გაშინ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აწსუს ადმინისტრაციის მიერ მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FAB LAB გაიხსნა.


ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

 

მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამედროვე ტიპის ლაბორატორია საქართველოში მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს აქვს, დღეს გაიხსნა აწსუ-ში და გაიხსნება ბათუმში.


FAB LAB-ის გახსნას აწსუ კანცლერი კახა კუპატაძე, ლაბორატორიის მენეჯერი გიორგი ჩაჩუა, ტექნიკური მენეჯერი თემურ სახელაშვილი, აწსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი და სტუდენტები, ასევე ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ესწრებოდნენ.

 

უნივერსიტეტის ცნობით, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის გახსნის მიზანი კრეატიული იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნაა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. 


ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, უახლესი დაზგა-დანადგარებით: 3D პრინტერებით, 3D სკანერით, ლაზერული მჭრელით, GNC ჩარხით, ვაკუუმ ფორმირების აპარატით, ტექსტილისა და ფაიფურის თერმოაპარატებითა და სხვა ტექნიკით.


როგორც უნივერსიტეტის ოფიციალლურ გვერდზეა აღნიშნული, FAB LAB-ის ლაბორატორიით სარგებლობა შეუძლია, როგორც აწსუ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ ინოვატორ ადამიანს, სკოლის მოსწავლეებს, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და აწსუ პარტნიორ სამრეწველო დაწესებულებებს. ლაბორატორიაში მათ შეუძლიათ შექმნან ინოვაციური პროდუქტის საცდელი პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი StartUp კომპანიების მშენებლობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6405
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია