დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქუთაისელ სპორტსმენებს საჩუქრები გადასცეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/04 13:48:03

ჩინეთში მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების  ქუთაისელ მონაწილეებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და იმერეთის ვიცე–გუბერნატორი დავით უშხვანი შეხვდნენ.


შეხვედრაზე, იმ წარმატებაზე ისაუბრეს, რასაც ქართველმა და კერძოდ ქუთაისელმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწიეს.


ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, სპორტსმენების წარმატება არ არის მხოლოდ მათი წარმატება,  ესაა ქალაქის და ქვეყნის წარმატება, რაც ისტორიაში ჩაიწერება.


 

თავისუფალი ჭიდაობის ვერცხლის პრიზიორს მექი სიმონიას, კრივში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს მიხეილ ბახტაძეს და მათ მწვრთნელებს ქალაქის მერმა ფულადი ჯილდო , სხვა სპორტსმენებს და ქუთაისის ქალ ფეხბურთელთა გუნდის წევრებს საპატიო დიპლომები და საჩუქრები გადასცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია