დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ბაგა-ბაღის ეზოში მანქანა შევარდა
2015/11/10 12:41:52

დღეს ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღის ეზოში ავტომანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. დაზიანდა მხოლოდ დაზიანდა რკინაბეტონის კონსტრუქცია და ღობე.

 

ამ დრომდე უცნობია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. მძღოლმა, სავარაუდოდ, დაუდევრობის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი მიატოვა. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო ქუთაისის საპატრულო პოლიციამ.

 

შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველები ქუთაისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ახლადაშენებული ბაღი ერთ კვირაში უნდა გახსნილიყო. თუმცა ისინი სწრაფად მოახდენენ ღობის აღდგენას, ხოლო სახელმწიფოზე მიყენებულ ზიანს კი დანაშაულში მხილებული დაფარავს.

 
ქუთაისში ორი ახალი ბაღი აშენდა, რამდენიმე ბაღზე მიშენება მიმდინარეობს, ასევე 31-ე ბაღს რეკონსტრუქცია უტარდება. სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია