საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკომენდაცია პროკურატურას
სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს,გეგუთის კოლონიაში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/20 17:01:35

 

სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს, რომ გეგუთის კოლონიაში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადომოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

გთავაზობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას:


"2014 წლის 6 თებერვალს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მასობრივ პროტესტის შესახებ. იმავე დღეს, პროტესტის გამომწვევი გარემოებების გარკვევის მიზნით სახალხო დამცველის რწმუნებულები მივიდნენ აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს და გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს.

 

საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულების .- და .- მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებების კვალი.

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა არ აწარმოებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 (გეგუთის) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და საქმე აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ."

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია