დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინეთში „ხვანჭკარაზე“ დავა საქართველოს წარმატებით დასრულდა
2015/02/09 14:03:02

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყებამ „ხვანჭკარის“ რეგისტრაცია გაუუქმა ფიზიკურ პირს, რომელსაც არაკეთილსინდისიერად ჰქონდა დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება. ასევე არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე „წინანდალი”, „ქინძმარაული” და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე „ჭაჭა” დავა საქპატენტს და ორ ჩინურ კომპანიას შორის 2014 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი” იმედს გამოთქვამს, რომ სარჩელი სხვა სადაო დასახელებებზეც დაკმაყოფილდება.

 

2013 წლის 23 მაისს საქპატენტმა ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის სასაქონლო ნიშნების უწყებაში შეიტანა 6 განაცხადი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ,,ტვიში”, ,,ხვანჭკარა”, ,,წინანადალი”, ,,ქინძმარაული”, ,,მუკუზანი” და ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის ,,ჭაჭა” დასარეგისტრირებლად. ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებამ 4 განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მოტივით, რომ ისინი მსგავსი იყო უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა. მხოლოდ 2 დასახელებაზე ,,მუკუზანი” და ,,ტვიში” ექსპერტიზა გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში. 2015 წლის იანვარში ორივე მათგანზე გაიცა რეგისტრაციის მოწმობა.

 

„საქპატენტი“ დიდი ალბათობით, “ხვანჭკარაზე” გასაჩივრებას არ ელის, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების მფლობელად ავტომატურად საქართველო დარეგისტრირდება.

 

წყარო: http://sakpatenti.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია