დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის პრეზენტაცია ვაშინგტონში
2015/10/20 15:35:26

ამერიკის შეერთებულ შტატებში პიარ-კამპანიის  - „ოქტომბერი - ქართული ღვინის თვე“ ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ვაშინგტონში გაიმართა, სადაც 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი.

 

ქართული ღვინის პრეზენტაციას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  არჩილ გეგეშიძე დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ)  ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ ლიზა გრანიკის ორგანიზებით,  ანალოგიური ღონისძიებები 6 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში და 13 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართა. დეგუსტაციების პარალელურად ჩატარდა სემინარები ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. აღნიშნულ დეგუსტაციებსა და სემინარებს ასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენელი დაესწრო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული და ევროპული წესით დამზადებული სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.


ღონისძიებების ორგანიზატორმა ლიზა გრანიკმა აღნიშნა, რომ ქართულმა ღვინომ პროფესიონალების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ უფრო მეტი გაიგოს და დაწეროს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ.


აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში მეტი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.

 

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებულია 181 937 ბოთლი ღვინო, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია