დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მშენებლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/09/16 15:08:48

ქუთაისში მშენებლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე  მერიის ინიციატივით 5 მშენებელს საპატიო ქუთაისელის ტიტული მიანიჭეს, 11 მშენებელსა და ინჟინერს კი - ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება. მერმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა კომუნალური სფეროს 7 წარმომადგენელი.


„2 წელია, მერია გამოყოფს თანხებს პროფესიული დღეების აღსანიაშნავად. ამ ფორმით ხდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დაფასება. 2018 წლის ბიუჯეტშიც მოხდება  მსგავსი ღონისძიებების გათვალისწინება.“-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ქუთაისის ძველი და ახალაი  შენობა-ნაგებობების ფოტოები  და ცნობილი ქუთაისელი არქიტექტორის, გივი თოდაძის  პროექტები.


 

მერმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზეც ისაუბრა და  განაცხად, რომ  მიუნხენის უნივერსიტეტი აქტიურად იქნება ამ პროცესში ჩართული. მშენებლობა კი მალე დაიწყება.

 

ლიკა დევდარიანი

ფოტო - ავტორის

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია