დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 15 ახალი „პიკაპი“ დაემატა
2015/10/01 11:12:09

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 15 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი შეემატა.

 

ახალი ტექნიკური საშუალების პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოვლენილი სამართალდარღვევების სტატისტიკა წარადგინა.

 

აღნიშნული მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოებს გადაეცემათ. ეკიპაჟების რაოდენობის ზრდა პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების საშუალებას შექმნის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დანაშაული იმ დრომდე აღიკვეთოს სანამ გარემოს ზიანი მიადგება.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური აღჭურვილობას რამდენიმე კვირის წინ მოტორიანი ნავებიც შეემატა, რის შემდეგაც წყლის ზედაპირზე პატრულირება მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

პრეზენტაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

 

დღესვე გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებას მოუწოდა, ჩაერთონ აქციაში -„ჩვენ ვიცავთ გარემოს, ჩვენ პატრიოტები ვართ!“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია