დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რომან გოცირიძე: ეს არის პოლიტიკური კაპიტულაციის ან არაკომპეტენტურობის ან კორუფციის შედეგი
2017/01/19 12:40:56

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრები დღეს პარლამენტს რეზოლუციის პროექტს წარუდგენენ, რომლითაც გაზპრომთანგამართული მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროებას და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.  რეზოლუციის პროექტის განხილვა ორშაბათს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე მოხდება.

 

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეერთიანი ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობია მოეწერა თუ არა ხელშეკრულებას ხელიგაზპრომთან  და ამიტომ ნაციონალური მოძრაობადაუყოვნებლივ ითხოვს ამ პროცესის შეჩერებას. რომან გოცირიძის შეფასებით, ეს არის ქვეყნის  ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და რუსეთის წინაშე კაპიტულაცია

 

ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი, ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებითაც ჩანს, რომ იმ ფულით რასაცგაზპრომიმისცემს საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ, ვერ ვიყიდით იმის ნახევარ გაზსაც, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიტოვებდით.

 

იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველო ეწევა მილის საექსპლუატაციო მომსახურების სახით, ფაქტობრივად გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ. რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიმბოლური იქნება“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ  მთავრობა ტრანსპორტირების ტარიფს მალავს, რადგან ეს ტარიფი არის წამგებიანი  და არის ეჭვი, რომ არის პოლიტიკური კაპიტულაციის ან არაკომპეტენტურობის ან ვიღაც პირების პირადი დაინტერესების ანუ კორუფციის შედეგი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია