საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
იმერეთის გუბერნატორი:"ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება საჭირო არაა"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/04/09 14:05:56

 

 

მას შემდეგ, რაც ვანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა და შიდაგადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ ზეინდარსა და შუამთაში საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნა და კონტროლი გამკაცრდა.

 

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით ხელისუფლებამ ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად დაიწყო და ვანის მუნიციპალიტეტში გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება, შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება საჭირო არაა.


 

„იდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა 75 წლის პაციენტთან, რომელიც ვანის კლინიკაში თვითდინებით მივიდა,“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

იმერეთის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი.


შეგახსენებთ, ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში “Covid 19”-ის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი – 3.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია