დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საავტორო ფილმების ბათუმის კინოფესტივალი - პროგრამა და კონკურსი
2015/09/14 10:18:44

13 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრმა საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას უმასპინძლა. ფესტივალის პირველ დღეს ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი  „ზამთრის სიმღერის“ (“Winter Song”) ჩვენება იყო დაგეგმილი, ფილმი თავად რეჟისორმა წარადგინა, თუმცა ჩვენებისას რამდენჯერმე გაითიშა შუქი და კინოსენსი შეფერხდა.

 

კინოფესტივალი ბათუმში,  13-20 სექტემბერს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება 30 ქვეყნის 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 40 მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი. ფესტივალზე მოწვეული არიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).

 

BIAFF 2015 - ის საპატიო სტუმრები  არიან: ოთარ იოსელიანი, მერაბ ნინიძე, ნასტასია კინსკი, ლანა ღოღობერიძე, ნიკი კარიმი, მაია კომოროვსკა, ზელიმირ ზილნიკი,  ბაკურ ბაკურაძე და სხვა.

 

კინოფესტივალის ორგანიზატორია -  ბათუმის ხელოვანთა სახლიარგანი”.

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „LEOGRAND“,  სასტუმრო „Divan Suites Batumi“,

 

 

 

BIAFF 2015 - პროგრამა

 

საავტორო ფილმების ბათუმის X  საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:

 

-         საერთაშორისო კონკურსი  – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები;

-         დიდოსტატთა კოლექცია;

-         ქართული პანორამა;

-         ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია;

-         რეტროსპექტივები;    

-         მასტერ-კლასები;

 

კინოფესტივალის პრიზები  - კინოფესტივალის პრიზია ოქროს ცხენთევზა. გათვალისწინებულია პრიზები შემდეგ კატეგორიებში:

 

მხატვრული ფილმების საერთაშორისო  კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური):

-                     გრან-პრი;

-                     საუკეთესო რეჟისურა;

-                     საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი;

-                     საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი;

-                     ჟიურის სპეციალური პრიზი;

 

დოკუმენტური ფილმიების საერთაშორისო  კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური):

-                     საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;

-                     ჟიურის სპეციალური პრიზი;

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური):

-                     საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი;

-                     ჟიურის სპეციალური პრიზი;

 

კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (.. LIFETIME ACHIEVEMENT  - ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის;

 

2015 წლის საკონკურსო ფილმებს შეაფასებს  ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

 

საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმების სექცია  - ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) - ჟიურის თავმჯდომარე, ქრისტოფერ გუდუინ (დიდი ბრიტანეთი), ნიკი კარიმი (ირანი), ნიკოლას რონჩი (საფრანგეთი), გიორგი ოვაშვილი (საქართველო);

 

საერთაშორისო კონკურსი -  დოკუმენტური ფილმების სექცია   - ზელიმერ ზილნიკი (სერბეთი) - ჟიურის თავჯდომარე ,ვოიციეჩ სჩუდლო (პოლონეთი), დენის უიტლი (დიდი ბრიტანეთი), ირინა გორდიჩუკ (უკრაინა), ლაშა ხალვაში (საქართველო);

 

საერთაშორისო ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია - ნენად ძინდარევიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა) -  ჟიურის თავჯდომარე, სუზანა ჰარუტუნიანი (სომხეთი),  ზიგფრიდ (საფრანგეთი), ელენე იანოვსკი (ისრაელი), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო);

 

·         BIAFF ინდუსტრიული პლატფორმა  - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ინდუსტრიული პლატფორმაალტერნატიული ტალღა”/”Alternative Wave” აცხადებს პროექტების მიღებას.  ალტერნატიული ტალღის ფოკუსს წარმოადგენს ინოვაციური, ტრანსმედია/ქროს-მედიაკინო-პროექტების განვითარება და ხელშეწყობა. მონაწილეებს საშუალება მიეცემა შეხვდნენ დარგის ექსპერტებს. ალტერნატიული ტალღის ფარგლებში მოხდება პროექტების ყველა სხვამედიაში განვითარების პოტენციალის გამოვლინება, ალტერნატიული დაფინანსების და დისტრიბუციის სტრატეგიის დაგეგმვა. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლების მოძიება და ჩართვა.

·         ბლოგერების კონკურსი BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში  - კინოფესტივალის ფარგლებში, BIAFF  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება, რომელშიც ყოველწლირად საშუალოდ 20-25 ბლოგერი მონაწილეობს.

 

·         ვიდეო-ფოტო კონკურსი I Love BIAFF  - ვიდეო-რგოლი   შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი როგორც  უბრალოდ  მიმართვა (ტექსტი),  ასევე   - კრეატიული კლიპის, არტის სახით. ფოტო-კონკურსი -   მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი სურათები სადაც ჩანს, მაგ:  წარწერა  ფურცელზე „I Love BIAFF“, რომელიც ხელში უჭირავს მონაწილეს (მარტივი ფორმა),  ან მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და წარმოადგინონ კრეატიული ფოტოები (რასაც ცხადია გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს). 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია