საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძე საგზაო უსაფრთხოებაზე: საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა
2017/02/11 22:14:53

ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართულ შეხვედრისას.

 

ღონისძიება, რომელსაც  საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხის აქტუალურობა მოწმობს იმ ინფორმაციას, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება და აღნიშნული სტატისტიკა შემაშფოთებელია.

 

ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები, შეგვიძლია შედარებებიც მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც საქართველოში მძიმე სურათია. არის რესურსი, რომ ამ მიმართულებით თვისობრივად გაუმჯობესდეს და რადიკალურად შევცვალოთ მდგომარეობა, ამისთვის ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, ამისთვის კი სრული მობილიზება გვჭირდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანვე საკითხის დროული გადაწყვეტისთვის პარლამენტის სრულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ორგანო მზადაა დაჩქარებულ ტემპებში განიხილოს საკანონმდებლო კანონპროექტი.

 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის მნიშვნელობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისთავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და თბილისი ვიცე-მერმა, ირაკლი ლექვინაძემაც ისაუბრეს.

 

 

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა პრობლემის მიმოხილვით და შესაბამისი დოკუმენტების პრეზენტაციებით გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებმა საკითხის ირგვლივ მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელთა განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მრგვალი მაგიდის შეხვედრა ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 897
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია