ქუთაისში პრეზიდენტის სტუმრობისას ქალაქის მერმა საყვედური მიიღო. ავანგარდის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ნაგავსაყრელის გამო პრეზიდენტმა ნუგზარ შამუგიას მკაცრი გაფრთხილება მისცა და ტერიტორიის დასუფთავების ორგანიზება დაავალა.
მიხეილ სააკაშვილი: „დარწმუნებული ვარ, ამ ფონზე ყოველ საღამოს ქუთაისის სადღეგრძელოს რესტორნებში სვამთ...“ შამუგიამ თავი იმით იმართლა, რომ ამ ტერიტორიის გადასწორებას აპირებენ, რითიც ნაგავსაყრელის პრობლემაც მოგვარდება და ინფრასტრუქტურაც განვითარდება...