დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარტიული პოლიტიკა
„პატრიოტებს“ უშიშროების სამსახური „მეგობრულად“ ატერორებდა“...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/05 12:51:24

ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისის საკრებულოში 4 დეკემბრამდე უმრავლესობის სახის იყო წარმოდგენილი. ორი დღის წინ კი მისი რიგები 4 დეპუტატმა დატოვა, რასაც „ალიანსში“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას მიაწერენ, თუმცა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებს, რომ უშიშროებაში ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების დაბარებასა და ზეწოლაში ირაკლი ღარიბაშვილს წვლილი არ მიუძღვის.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებას სრულად გთავაზობთ.

 

 ყველას გვახსოვს მიმდინარე წლის აპრილი, როცა ნაცმოძრაობა" საზოგადოებას მასშტაბური მიტინგების მოწყობით ემუქრებოდა. 19 აპრილს გაცხადებული იყო შეკრება თბილისში, ძალზედ ბუნდოვანი მოთხოვნებით. ყველა იმ ქალაქსა  თუ რაიონში, სადაც „ნაცმოძრაობას" ძალაუფლება გააჩნდა, გამოცხადდა მობილიზაცია. ამ დროს ქუთაისის მერი ჯანდაცვის, განათლებისა, თუ სოციალური სფეროს მუშაკებს იბარებდა და პირდაპირი ტექსტით თბილისის მიტინგში მონაწილეობას ავალებდა. ქუთაისის მაშინდელი, ნაციონალი მერი დაკავებული იყო, ასევე,  ტრანსპორტის მობილიზებით. სწორედ ამ დროს ჩვენმა პარტიამ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა საკრებულოს წევრებთან  მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. ჩვენ ვესაუბრებოდით როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე,  ყველა ფრაქციის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლებს. საბოლოო ჯამში, ჩამოვაყალიბეთ 12 კაციანი ფრაქცია, რომელმაც ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობა შექმნა და ქუთაისის „ნაციონალი" მერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. იმ წუთიდან დღემდე  ქუთაისში ჩვენ აქტიურად  ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ „ქართულ ოცნებასთან". სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში  დაინიშნა მერად  ბატონი დიმიტრი კოპალიანი, რომელიც  ქართული ოცნების" კანდიდატი გახლდათ.  მერის მოვალეობას სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ბატონები : თენგიზ თოფურიძე და კონსტანტინე ლომიძე, რომლებიც, ასევე, ქართული ოცნების" კანდიდატები იყვნენ. ამჯერად,  მერის მოვალეობას  ბატონი შოთა მურღულია ასრულებს, რომელიც კვლავქართული ოცნების" კანდიდატია, მაგრამ  მიუხედავად ჩვენი სურვილისა, ამ თანამშრომლობას  ჩვენ ნაყოფიერს მაინც ვერ ვუწოდებთ.

 

ბოლო თვეების განმავლობაში პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, ბატონი ირაკლი მელაშვილი და იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის უფროსიბატონი ზაზა მეფარიშვილი ვერ ეგუებოდნენ  ქუთაისის საკრებულოში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" უმრავლესობის არსებობის  ფაქტს. მუდმივად ცდილობდნენ ამ ფრაქციის დაშლას. ბატონი მელაშვილის განცხადებები, თითქოსდა ის ქუთაისში ებრძვის კლანურ პოლიტიკასა და ბიზნესს, თუ ელიტურ კორუფციას, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შრომის მითვისების მცდელობაქუთაისში ზემოაღნიშნული საკადრო ცვლილებები სწორედ ჩვენი შრომის შედეგია და არა ბატონი მელაშვილის, ხოლო ის, რომ მერის ამა თუ იმ კანდიდატურამ თავი ვერ გამოიჩინა, ეს მელაშვილისა დაქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა. ხაზგასმით აღვნიშნავთ: ქუთაისში მერის ყველა კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ შეარჩია.  


 ცხადია, პოლიტიკური პროცესი გულისხმობს პარტიებსა, თუ დეპუტატებს შორის მოლაპარაკებებს,  დეპუტატების გადასვლას ერთი ფრაქციიდან მეორეში, მაგრამ ეს ყველაფერი დიალოგისა და თავისუფალი არჩევანის საფუძველზე უნდა ხდებოდესამიტომ ჩვენ მწვავედ არ ვრეაგირებდით ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენი ფრაქციის დეპუტატების გადაბირების მცდელობებზე. თუმცა, ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობისა და პარტნიორობის პირობებში, ეს (ცოტა არ იყოს) გასაკვირი იყო. მითუმეტეს, რომ ჩვენ მათ ყოველგვარ დახმარებას ვუწევდით და არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ , გნებავთ, წყალტუბოში, ზესტაფონში, ბათუმსა, თუ ბოლნისში.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ამ დახმარებისა და მხარდაჭერის შედეგად, ქუთაისის მერის მოვალეობას დღეს ქართული ოცნების კიდევ ერთი კანდიდატი, ბატონი შოთა მურღულია ასრულებსამ ვითარებაში უკვე გასაკვირი კი არა, აღმაშფოთებელია, რომ  დაიწყო ჩვენი ფრაქციის წევრების არა მარტო გადაბირების, არამედმეგობრული" დაშინების, ანუ შანტაჟის კამპანია. იმერეთის რეგიონული უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილეები (ერთ-ერთი ვინმე ხაბურძანიაა) უშიშროების შენობაში იბარებდნენ  ჩვენი ფრაქციის წევრებს, პირდაპირ ითხოვდნენ მათგან ფრაქციის დატოვებას, რათა ქუთაისის საკრებულოში შეიქმნილიყო ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებადი უმრავლესობა.  უშიშროების სამხარეო სამსახურიმეგობრულად" სთავაზობდასაქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებს ფრაქციის დატოვებას, ანუ მეგობრულად" ატერორებდა. მათ უახლოეს ნათესავებს ფინანსურ პოლიციაში, თუ სხვა ძალოვან  უწყებებში იბარებენხაზს ვუსვამთ: „მეგობრული" დაშინების, ანუ შანტაჟის ამ პირობებში, 2013 წლის 2 დეკემბერს  ფრაქციის 4 წევრს უკვე დააწერინეს განცხადება, ფრაქციის დატოვების შესახებ.  სხვათა შორის, მომდევნო დღის, ანუ 3 დეკემბრის რიცხვით. უკვე 3 დეკემბერს ფრაქცია ამ 4  წევრმა დატოვასაგულისხმოა ფაქტი, რომ  ბატონი ზაზა მეფარიშვილი ფრაქციის წევრებთან საუბრისას პირდაპირ ამბობს, რომ ის ირაკლი მელაშვილის მითითებებით ხელმძღვანელობს. უნდა აღინიშნოს, რომ  მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ბატონი  კოტე ლომიძეც მუდმივად მელაშვილის დავალებებითა და მითითებებით ამართლებდა საკუთარ მოქმედებებს


მკაფიოდ ვაცხადებთ,  სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ  ჩვენი 10 წლიანი ბრძოლა სააკაშვილის ჩინოვნიკების ანალოგიური ქმედებებით იყო გამოწვეული.  ქართველმა საზოგადოებამ სააკაშვილის რეჟიმი იმიტომ არ დაამარცხა, რომ დღეს , მეფარიშვილ-მელაშვილის სახითტერორის ახალი ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს. დაუშვებელია, რომ თვითმმართველობა, ან ,გნებავთ, ადგილობრივი მმართველობა მელაშვილებისა, თუ მეფარიშვილების, ასევე,  მისი მოადგილეების  კერძო მმართველობად გადაიქცეს, რომელიც  კლანებთან  ბრძოლისა, თუ სხვა ეროვნული ფრაზეოლოგიით ინიღბება.


 ვრცელდება ხმები, თითქოს მეფარიშვილ-მელაშვილის აშკარა ტერორის უკან დგას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ დროს ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ ღარიბაშვილი ამ ფაქტებთან არავითარ კავშირში არ არის.


იმედს გამოვთქვამთ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკრებულოს დეპუტატებისკეთლმოსურნე" დაშინება და შანტაჟი საკმარისზე მეტი მიზეზია,  რათა თანამდებობა დაატოვებინონ, როგორც ბატონ მეფარიშვილს და მის მოადგილეებს,  ასევე, ბატონ მელაშვილს. მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით ( ზეწოლა ქუთაისის საკრებულოს  დეპუტატებზე  და მათი ოჯახის წევრებზე);  ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი არ გასცდება ქვეყნის შიდა პოლიტიკის ფარგლებს და არ გახდება განხილვის საგანი  ვაშინგტონში, ბრიუსელსა, თუ სტრასბურგში.

                                                                       


 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი


 2013 წლის 4 დეკემბერი. თბილისი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია