დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩემი ერთი წუთი
2015/06/10 10:41:27

ქუთაისში, სამეფო კომპლექს ,,ოქროს ჩარდახში’’   სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში,  კონკურსის ,,ჩემი ერთი წუთი’’  შემაჯამებელი, ფინალური ეტაპი გაიმართა. 

კონკურსი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული იმერეთის საჯარო სკოლების მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეებისთვის  გამოაცხადა. 


სპეციალურად ფინალური ეტაპისთვის შეირჩა ჟიურის წევრებიჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, ქუთიასის მუნიციპალიტეტის  მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი  თამთა თურმანიძე,  გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ილიკო ნაცვალძე.

 
ფინალურ ეტაპში 18  მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსის მონაწილეებმა  წარმოადგინეს ერთწუთიანი სიტყვა, თავიანთი დამოკიდებულება მათთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. ჟიურიმ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სამი გამარჯვებული გამოავლინა.

 

პირველ ადგილზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ბოგვერაძე გავიდა,  მეორე ადგილი  ხარაგაულის  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეს, სოფიო შველიძეს ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, დიმიტრი გუმბერიძემ აიღო.

 

 გამარჯვებულებს საჩურები და დიპლომები გადაეცათ. ასევე, დიპლომი მიიღო კონკურსის ყველა მონაწილემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია