დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
10 თვის განმალობაში თბილისის მერიის თანამშრომლებმა პრემიის სახით 8 მილიონ ლარამდე მიიღეს
2015/01/30 16:25:12

„2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია, რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ახალი მმართველობის პირობებში პრემიები არ გაცემულა, ხოლო სახელფასო დანამატები დაახლოებით იგივე ოდენობით გაიცემა რაც არჩევნებამდე. მაგალითად, 2014 წლის არჩევნებამდე თბილისის მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების მიერ საშუალოდ ყოველთვიურად მიღებული პრემია და სახელფასო დანამატი შეადგენდა 5000 ლარს, ხოლო არჩვენების შემდგომ აღნიშნული თანხა სახელფასო დანამატის სახით პირველი მოადგილის შემთხვევაში განისაზღვრა 3540 ლარით, ხოლო მოადგილეების შემთხვევაში - 3 360 ლარით,"– წერს IDFI.

 

IDFI–ს ცნობით, 2013 წელს თბილისის მერიის სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 449 335 ლარი, საიდანაც თანამდებობის პირების მივლინებებზე დახარჯულია 243 986 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლების მივლინებებზე- 205 349 ლარი.

 

2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში კი სამივლინებო ხარჯები შეადგენდა 369 265 ლარს, საიდანაც თანამდებობის პირების მივლინებებზე დახარჯულია 162 916 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლების მივლინებებზე - 206 349 ლარი.

 

რაც შეეხება ე.წ როუმინგს, IDFI–ს სტატიის თანახმად,  2013 წელს თბილისის ყოფილი მერის პირველი მოადგილის სევდია უგრეხელიძის ე. წ. როუმინგის ხარჯი შეადგენს 33 461 ლარს, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავასი - 9670 ლარს, ხოლო თბილისის ამჟამინდელი მერის მიერ 2014 წელს გაწეულმა როუმინგის ხარჯებმა შეადგინა 7295 ლარი.



IDFI–ს ცნობით, ინფორმაცია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების შესახებ თბილისის მერიისგან მიიღეს. IDFI წერს, რომ თბილისის მერიას ინსტიტუტის არცერთი მოთხოვნა უპასუხოდ არ დაუტოვებია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია