დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
გამჭვირვალე არჩევნები და მედია
ბორჯომში „ოცნების“ მერობის კანდიდატს ოპოზიციური სპექტრი „ნაციონალები“-ს კანდიდატს უპირისპირებს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/09/14 00:00:53

 

 ინდივიდუალური კალმები, პირბადე, თერმოსკრინინგი, საარჩევნო კაბინა, ფარდების გარეშე -  ასეთ გარემოში ჩატარდება საქართველოში კიდევ ერთ პანდემიური არჩევნები - 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები.

 2 ოქტომბრს  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებზე მოსახლეობა საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. ამომრჩეველი ირჩევს მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს დეპუტატებს.ახალი მოწვევის საკრებულოში 28-ისნაცვლად, 33 დეპუტატი იქნება, აქდან 11 - მაჟორიტარული წესით, 22 კი, პროპორციული სიის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ განსაზღვრულია არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეო მონიტორინგი, ამასთან -  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არჩევნებში მონაწილეობისა და საჩივრების ელექტრონულად წარდგენის შესახებ წესები. თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება ექნებათ კოვიდპაციენტებსაც, ასევე - იზოლაციაში მყოფ პირებს, მათ გადასატანი ყუთით სპეციალური ჯგუფი ადგილზე მიაკითხავს.

****

ქართულმა ოცნებამ 2ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, პარტიის პროპორციული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები ბორჯომში საოლქო საარჩევნო კომისიას დასარეგისტრირებლად წარუდგინა.

 


პარტიამ ბორჯომში მერობის კანდიდატად ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,ოთარ არბოლიშვილი დაასახელა, ხოლო ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი,დავით ზაალიშვილი პარტიული სიის პირველი ნომერია და სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც.


მერობის ამჟამინდელი კანდიდატი ოთარ არბოლიშვილი  2018 წლიდან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია წაღვერის თემში. იგი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას 2020 წლიდან ასრულებს.

ოთარ არბოლიშვილი მედიის ყურადღების ცენტრში 2018 წელს მოექცა, მაშინ, როცა საკრებულოშიქართული ოცნებისადაპატრიოტთა ალიანსისდეპუტატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ დაპირისპირება მანდატების გაყოფით დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარეპატრიოტთა ალიანსიდან“, მოადგილე კი,ქართული ოცნებიდანაირჩიეს. ოთარ არბოლიშვილის მოადგილის პოზიციაზე დამტკიცებას 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი-წინააღმდეგი იყო.

 

„ოცნების“ პარტიული სია  ასეთია:

1. დავით ზაალიშვილი, 2. გიორგი ფერაძე, 3. მაკა მანჯავიძე, 4. მამუკა ხითარიშვილი, 5. ლევან თედიაშვილი, 6. სალომე თედელური, 7. რევაზ ლაშხი, 8. ჯუმბერ კურტანიძე,
9.
ქეთევან გრიგალაშვილი,10. დავით შონია, 11. ივანე შალუტაშვილი, 12. ხათუნა ხარაზიშვილი,13. ივანე ბორტიშვილი, 14. ანზორ სვანიძე,15. ლეილა ნოზაძე,16. თედორე მელიქიძე,17. შალვა კიკნაძე,18. ნათია დოფიძე,19. ჯემალი კაბულაშვილი,20. რევაზ გლუნჩაძე, 21. თეა კაპანაძე, 22. გელა ლაზარევი, 23. ხათუნა თედორაძე

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები
.ბორჯომის ადმინისტრაციული ერთეული N1 მაჟორიტარული ოლქინიკოლოზ კიკნაძე; .ბორჯომის ადმინისტრაციული ერთეული N2 მაჟორიტარული ოლქიმერაბ იობაშვილი; სოფ. ტაძრისი-საკირე-დგვარის მაჟორიტარული ოლქი - ვიოლეტა ბალახაშვილი; სოფ. დვირი-ჭობისხევი-ქვაბისხევი-ჩითახევი მაჟორიტარული ოლქი - ელიზავეტა კუჭუხიძე; სოფ. ყვიბისი-ზანავი-კორტანეთი-ბეშეთისმაჟორიტარულიოლქი - ივანეგელაშვილი; დაბა ახალდაბის მაჟორიტარული ოლქი - ზურაბ ბლიაძე (ახალდაბის ამჟამინდელი გამგებელი)
დაბა წაღვერი, სოფ. მზეთამზე, ტიმოთუბნის, დაბის, მაჟორიტარული ოლქი - კახაბერ თედიაშვილი;სოფ. ტბა, სადგერი, ცემი, ლიბანის მაჟორიტარული ოლქი - მამუკა ლურსმანაშვილი; დაბა ბაკურიანი დასოფ.მიტარბის მაჟორიტარული ოლქი - დავით თედიაშვილი; სოფ. ციხისჯვარის მაჟორიტარული ოლქი - ედუერდ ამბარცუმიან; სოფ. ტაბაწყურის, ჭიხარულა, ბალანთა და მოლითის მაჟორიტარული ოლქი - ანდრუ შირიციან.

 

პროპორციული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა ერთიანნაციონალურმამოძრაობამაცპარტის სახელით ბორჯომში მერობისთვის გივი ჯოლბორდი იბრძოლებს.

პარტიული სიის ათეულშია:1.გელაშვილი ბაკურ, 2. ქვათაძე ვახტანგ, 3. ხუციშვილი მარიამ, 4. აიწურაძე ვაჟა, 5. ჩხეტია ნინო, 6. შალუტაშვილიზურაბ, 7. გვირჯიშვილი გიორგი, 8. ხაჩიძე ლიანა, 9. ციცქიშვილი ნოდარ, 10. შავიშვილი მაია.


მაჟორიტარობის კანდიდატები:
ქალაქის მაჟორიტარული ოლქი - გიორგი გვირჯიშვილი
ქალაქის მაჟორიტარული ოლქი - ლიანა ხაჩიძე
ყვიბისის თემი - ბაკურ გელაშვილი
დვირის თემი - გიორგი გოგოლაძე
ციხისჯვრის თემი - ამირან არუთინოვი
ტაბაწყურის თემი - ვიდია ირიციანი
ტბის თემი - ვახტანგ ქვათაძე

,,ევროპულ საქართველოს2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი არ ეყოლებაპარტია მხარს დაუჭერს ,,ნაციონალური მოძრაობისკანდიდატს, გივი ჯოლბორდს.


,,
ევროპულსაქართველოსპარტიული სია:
1. ბაქარ შირაძე, 2. ებრალიძე გოგა, 3. ფერაძე თამუნა, 4. ფერაძე მამუკა, 5. შაყულაშვილი გიორგი, 6. გრიგალაშვილი ცირა, 7. ღონღაძე გიორგი, 8. ციყელაშვილი მალხაზი,                          9. ჩოფლიანი გულნარა,10.  ზუბაშვილი ოთარი,11. მამიჯანაშვილი თამაზი,12. ბირკაია ლაშა,13. პოშნახოვი რემო, 14. კევლიშვილი იოსები,15. შეყელაძე თინათინ,
16. კაპანაძე ნონა, 17. საკანდელიძე ლევან,18. კიკალიშვილი მაკა, 19. გრიგორიადისი კახი, 20. თვალაბეიშვილი სეფე, 21. ჯაველიძე-დგებუაძე მზია, 22. სამხარაძე დავით,  
23. გაგოშვილი ლიანა, 24. შუბითიძე ზურაბი, 25. კილასონია ვახტანგ,26. პიატიბრატოვა ზოია, 27. ფერაძე ბესარიონ, 28. ზუბაშვილი სპარტაკ,29. ქოზაშვილი ნინო.


საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები
ბაკურიანი - ბაქარ შირაძე
ტაძრისი - მამუკა ფერაძე
დვირი - იოსებ კევლიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“  ბორჯომში მერობის კანდიდატი არ ეყოლება.


****

პარტიული სიების და კანდიდატების გაცნობისას, თვალსაჩინოა, რომ კანონის შესაბამისად, გენდერული კუთხით ბალანსი დაცულია, რადგან ყოველ სამეულში წარმოდგენილი გახლავთ ერთი ქალბატონი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების“ სიის ათეულში 3 ქალბატონია წარმოდგენილი, რომლებიც აქამდე, პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ, თუმცა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ.

 

სიის სამეულშია ქალბატონი მაკა მანჯავიძე. იგი„ერთიანი ნოციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გახლდათ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი.

 

სიის მე-9 ნომერს, ქალბატონ ქეთევან გრიგალაშვილს ბორჯომელები კარგად იცნობენ, იგი წლებია ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციას იკავებს, ქალბატონი ხათუნა ხარაზიშვილი კი ბორჯომის №3 საჯარო სკოლის დირექტორია.

 

რევაზ ლაშხი და ივანე შალუტაშვილი მოქმედი საკრებულოს წევრები არიან და კვლავ აპირებენ პოლიტიკური საქმიანობა შემდეგი 4 წლის მანძილზე საკრებულოში გააგრძელონ. რევაზ ლაშხი საკრებულოს წევრია და ახალგაზრდულ მიმართულებებს კურირებს  და ივანე შალუტაშვილიც საკრებულოს წევრია და ამასთან, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

 

სიაში 14 ნომერი ანზორ სვანიძე, წარსულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის მოადგილე გახლდათ. ხოლო მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ქალბატონი ვიოლეტა ბალახაშვილი სოფ. ტაძრისი-საკირე-დგვარისმაჟორიტარულოლქში იბრძოლებს გამარჯვებისთვის, ამჯერად, ,,ქართული ოცნების“ სახელით. გასული 4 წლის მაძილზე კი, ის საკრებულოს წევრი გახლდათ ,,დავითთარხან - მოურავი, ირმაინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“.ის ამავე დროს,  ათეული წელი  გახლდათ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი. ამავე პარტიის რიგებიდან იყო საკრებულოს წვრი მამუკა ლურსმანაშვილიც, რომელიც დღეს სოფ. ტბა, სადგერი, ცემი, ლიბანის მაჟორიტარულოლქში ,,ქართული ოცნების კანდიდატია.

 

პოლიტიკური საქმიანობის კიდევ 4 წლით გაგრძელება სურს ,,პატრიოტთა ალიანსისწარმომადგენელს საკრებულოში ტატიანა მარტინენკოს.

 

ბორჯომში არ გვხვდება პოლიტიკურ მარათონში მონაწილე კანდიდატები, რომლებიც ბიზნესიდან მოდიან პოლიტიკაში. მათი ძირითადი ბირთვი საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები არიან.

 

ნაციონალურმოძრაობაიდან ბორჯომში მერობის კანდიდატი გივი ჯოლბორდიიგი დაიბადა და გაიზარდა ამ საკურორტო ქალაქში, ბევრს საუბრობენ მის გამოცდილებაზე ეკონომიკასა და სამართალის მხრივ. 


ენმ-ს პარტიული სიის პირველი ნომერი ბაკურ გელაშვილია, იგი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ყვიბისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია. წლებია, აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. ნინო ჩხეტია ყოფილი სოციალური სამსახურის უფროსი გახლავთ, ქალბატონი ლიანა ხაჩიძე კი -  მე-6 საჯარო სკოლის უცხო ენების პედაგოგი.

 

 სტატია ქვეყნდება პროექტისგამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდღია საზოგადოება-საქართველოსპოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია