დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიჯესტი
რას ველოდით და რა მივიღეთ რიგის სამიტისგან?
2015/05/24 01:18:01

 

2015 წლის 22 მაისს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის დედაქალაქ, რიგაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეოთხე სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი 6 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა) და ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოს მთავრობის/სახელმწიფოს მეთაურები. სამიტს თავმჯდომარეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. ევროკავშირის მხრიდან სამიტში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკ ამოგერინი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰან ესჰანი და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალსტრომი.

რიგის სამიტი დასრულდა, თუმცა ვიზალიბერალიზაციისთვის მუშაობას საქართველო აგრძელებს. ევროლიდერებმა საქართველოსა და უკრაინას სამოქმედო გეგმის შესასრულებლად ვადა 15 დეკემბრამდე დაუწესეს.


როდის შეძლებს ქართველი მოსახლეობა ევროპაში უვიზო მიმოსვლას, ეს რიგის სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში არ წერია, თუმცა, ცნობილია მის მისაღებად შესასრულებელი სამუშაო განრიგი.


რიგის სამიტის შემდეგ საქართველოსთვის მოსალოდნელი და სასურველი ცვლილებების შესახებ ლიდერები, პოლიტიკური პარტიის წევრები თუ ექსპერტები დღესაც საუბრობდნენ.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმ გზავნილებზე, რომლებიც საქართველომ რიგის სამიტის დეკლარაციის მიხედვით მიიღო. განცხადებაში საუბარია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისდმი ევროპელი ლიდერების შეფასებასა და დამოკიდებულებაზე.

 

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ წევრები აღიარებენ საქართველოს, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს; ხაზს უსვამენ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავისუფლად აირჩიონ ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების ამბიციური დონე და მიზნები. მიესალმებიან - საქართველოს მიერშეტანილ წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით განხორციელებულ სამხედროოპერაციაში (EUFOR RCA) და ქვეყნის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) და EUTM Mali-შიმონაწილეობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს და ადასტურებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანსგანავითაროს გაძლიერებული და დიფერენცირებული ურთიერთობები ევროკავშირსა და ექვს სუვერენულ, დამოუკიდებელ პარტნიორს შორის’’ - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს  გავრცელებულ განცხადებაში.


პრენიერ-მინისტრის განცხადებით, წინა მთავრობის შემდეგ დიდი ნახტომი გვაქვს, ამას ყველა აღნიშნავს. ,,რიგის სამიტზე, როგორც უკვე ითქვა, ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, რომ მიგვეღო. მოლოდინები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყოფილიყო უფრო მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენმა მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი, ჩვენ დავიწყეთ სწორედ ორი წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით კი, რიგის სამიტზე მივიღეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით.


 ,,მე კმაყოფილი ვარ რიგის სამიტის შედეგებით. სამწუხაროდ, საზოგადოებაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელმოცარულია და ვერ მართავს სიტუაციას, მუდმივად უნდა, ჩრდილი მიაყენოს გარკვეულ პოლიტიკას, თუმცა, ეს არ გამოდის, ვინაიდან ცალსახად აღიარებულია, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო არიან აღმოსავლეთ ევროპაში ავანგარდში და ყველა სიკეთე, რაც ევროპას შეუძლია მისცეს, ამ ეტაპისთვის მიცემულია. პროგრესი არის და პროცესი არ ჩერდება. არც არავითარი ნიშანია იმის, რომ ის მომავალში შეჩერდება. პირიქით, პროცესი ჩქარდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მიდის წარმატებულად. წლის ბოლოს დასრულდება იმ პროგრესის შეფასება, რაც იმ დროისთვის იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას და არა მარტო ამას, სხვა სიკეთეებსაც, რადგან ევროპა დაინტერესებულია საქართველოში იყოს მეტი ევროპული ღირებულებები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


აღნიშნული შეფასებებისგან განსხვავებული იყო ,,დემოკრატიული მოძრაობის’’ ლოდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არაფერს არ ელოდა რიგის სამიტისგან და დაამატა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი გამოსანკლისიიყო, ვინც თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ სამწუხაროდ, ის შედეგი იქნებოდა, რაც დადგა.


საქართველოს ხელისუფლებასა და დელეგაციას ევროკომისიამ უკან საშემოდგომო გამოაყოლა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, რიგის სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არუნდა ჰქონდეს თვითკმაყოფილების განცდა. "მემოვისმინე ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობის მორიგი მწკრივი, რომ ის ამოცანა, რომელიც გვქონდა დასახული, რომ დეკლარაციაში კარგი ფრაზები ჩაწერილიყო, ამისთვის არ წასულა დელეგაცია. მერე იყო მთელი რიგი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა, იყო მოლოდინი უვიზო მიმოსვლის, ხანარიყო. რეალობა ასეთი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესაძლებლობა იყო და მომავალშიც იქნება და ისე, როგორც ეს უნდა რუსეთის ელჩს ევროკავშირში, ასე ნამდვილად ვერ იქნება, თუ კი ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოამჟღავნებს", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 


ეკონომიკის ექსპერტისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსის დემურ გიორხელიძის განცხადებით, კი რიგის სამიტისგან მოლოდინები თავისთავად არასწორი იყო. ასეთ მოუწყობელ ქვეყანაში, სადაც არაფერი მყარი, სტაბილური არ არის, სადაც პოლიტიკური სისტემა აგებული არ არის, სადაც სიღარიბე საშინლად ეტყობა საზოგადოების ფსიქოლოგიას, ზედმეტი აპელირება სამიტებზე მაშინ, როცა მთავრობა პარალელურად არაფერს აკეთებს, არ არის სწორი.  მისივე თქმით, ამ სამიტისგან არ უნდა დავლოდებოდით ნებართვას  უვიზო მიმოსვლის შესახებ.


დაიჯესტი მომამზადა ლალი შენგელიამ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია