საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის IV ფაზის შესახებ თბილისში საკონსულტაციო კონფერენცია გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/16 20:42:28

 

 17 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)მომავალი IV ფაზის შესახებ საკონსულტაციო კონფერენციას გამართავს.

 

კონფერენციის მიზანს ENPARDIV-ის ორი ძირითადი პროგრამული მიმართულების - სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის/სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების - პრიორიტეტულ საკითხთა განსაზღვრის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება და ჩართულობა წარმოადგენს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია