დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წინ, ევროპისკენ!
ქალი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხიაა!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/03/12 19:01:53

 

ქალი, რომელიც 7მარტის აქციის დროს ევროკავშირის დროშით იდგა რუსთაველზე და წყლის ჭავლს არ შეეპუა, ფაქტობრივად, მსოფლიო მედიის სახედ იქცა საქართველოდან.

მასთან ინტერვიუ ახლახანს "რადიო თავისუფლება"-მ ჩაწერა. ის საჯარო მოხელე აღმოჩნდა,  47 წლის ნანა მალაშხია.

"მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია. ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ - კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტიურად კი არადა საბოტაჟი , მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშს გრძნობა არ იყო...

წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა..." -
 ნანა მალაშხია.





ინტერვიუ ნანა მალაშხიასთან, რადიო თავისუფლებამ ჩაწერა. 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია