დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოშიც აუცილებელია
2009/07/14 04:20:30

ენერგეტიკის სექტორში შესაძლებლობების გაუმჯობესების შესახებ 13 ივლისს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური სემინარი ჩატარდა. აშშ-ს ქალაქ მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მენეჯმენტის კოლეჯის პროფესორმა ჰამიდ ნეჟადმა მსოფლიო ენერგეტიკის სცენარების 2050 წლამდე განვითარებაზე ისაუბრა. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. გაიცა სტრატეგიული რეკომენდაციები სასურველი ენერგეტიკული მომავლის მისაღწევად.

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ენერგეტიკის  დეპარტამენტის პროფესორი ომარ ზიბზივაძე ამბობს: „ენერგეტიკა ამოუწურავი რესურსები არ არის და როგორც ვარაუდობენ, უახლოესი 100 წლის განმავლობაში ორგანული საწვავი საერთოდ არ გვექნება. ადამიანებმა უნდა იფიქრონ, სხვა სახის ენერგიების გამოყენებაზე. ახლა საწყის ეტაპზე ვართ, მაგრამ 2050 წლისათვის გარკვეული ხაზი უნდა გვქონდეს შექმნილი განახლებადი ენერგიების გამოყენებისთვის“.

სემინარის ბოლოს პროფესორ-მასწავლებლები შეთანხმდნენ იმაზე, რომ განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოშიც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია