დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტორპედოს“ გულშემატკივრები კომპანია „ვისოლს“ გუნდის დატოვებას თხოვენ
2013/07/05 15:48:03

ქუთაისის „ტორპედოსა" და სლოვენიის საფეხბურთო გუნდ „ჟილინას“ თამაში ქუთაისის ტორპედოს სტადიონზე  გუშინ  ინცინდენტით დასრულდა.  სტადიონზე დაძაბულობა „ტორპედოს“ კარში გატანილმა მესამე უპასუხო გოლმა გამოიწვია.

დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, გულშემატკივრების გაჩენილი ცეცხლის გამო დაიწვა სკამები.  სიტუაციის განსამუხტად სტადიონზე  სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. დაკავებული ახალგაზრდები განყოფილებებში წაიყვანა. გულშემატკივრები გუნდის  სპონსორს კომპანია „ვისოლს“ და მის მფლობელს სოსო ფხაკაიძეს არასწორად დაკომპლექტებული გუნდის გამო აკრიტიკებდნენ.

მომხდარი ჩხუბის გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა.

დღეს 15:00 საათზე „ტორპედოს“ სტადიონზე ქუთაისური გუნდის ფანკლუბის წევრები შეიკრიბნენ და მოითხოვეს, „ვისოლმა“ გუნდი დათმოს. მათი განცხადებით, კომპანიამ არ ჩადო ის თანხები, რაც იყო თავიდან გათვალისწინებული. ასევე გუნდი არასწორად დააკომპლექტა, იმდენად ახალგაზრდული შემადგენლობა დააყენა სათამაშოდ, რომ თამაშს ვეღარ ახერხებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია